26 ოქტომბერი 2021,   16:08
ვრცლად
თბილისსა და ვაშინგტონს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეა საუბარი, ტრამპის მიერ ხელმოწერის შემდეგ, კანონის ძალა ექნება. 
 
თბილისსა და ვაშინგტონს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესმა ერთხმად დაამტკიცა. თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერაა. სანქციების ამოქმედებასთან ერთად, ამერიკა კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის, თავდაცვის გაძლიერების, უსაფრთხოების, დემოკრატიული ღირებულებების და სავაჭრო ურთიერთობების მხარდასაჭერად გადადგამს. თბილისში თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის უპრეცედენტოა.

"ჩვენ ვუგზავნით მტკიცე ნაბიჯს პუტინს, დაფიქრდეს სანამ კიდევ ჩაერევა საქართველოს საქმეებში. აქტით მხარდაჭერას ვუჩვენებთ პარტნიორს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში ამერიკის მისიაში,"- განაცხადა ამერიკის კონგრესმა ადამ კიზინგერმა 
დღის ამბები