26 ოქტომბერი 2021,   14:44
ვრცლად
"აბრეშუმის გზის" ფორუმი დასრულდა

2 დღის განმავლობაში თბილისმა 60 ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. პარტნიორები სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში ეწვივნენ შავი ზღვის ნავსადგურებს, მათ შორის ანაკლიის პორტს, რომლის მიმართაც ინტერესი მაღალია.

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აბრეშუმის გზის ქვეყნები ერთმანეთს თბილისში ხვდებიან. წელს ფორუმზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის, ანაკლიის პორტის მომავალი იყო. სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები შავი ზღვის ნავსადგურებში, ანაკლიასა და ფოთში იმყოფებოდნენ, რაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც" და ხელისუფლებაშიც იმის გზავნილია, რომ სირთულეებმა პროექტის მიმართ ინტერესი არ გააქრო.

ფორუმზე მოწვეული სტუმრები საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრებს შორის დამაკავშირებლის როლის ათვისებას ურჩევენ. რეგიონში არსებული შეჯიბრებითობის პირობებში დასახელდა კონკრეტული გამოწვევები, რომლებმაც ქვეყანას შესაძლოა ხელი შეუშალოს.

ფორუმი თავის მხრივ მთავრობებსა და ბიზნესს შორის დიალოგს გულისხმობს. დისკუსიები ვაჭრობას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ტურიზმს და ბევრ სხვა მიმართულებას შეეხო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა პოტენციური პარტნიორებიც შეარჩიეს.

საქართველო რეგიონში გამონაკლისი სახელმწიფოა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთდროულად აქვს გაფორმებული. ამ ეტაპზე მუშაობა ისრაელთან და ინდოეთთანაც მიმდინარეობს.

დღის ამბები