26 ოქტომბერი 2021,   15:57
ვრცლად
"გრანდიოზული ობიექტი, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა მთელი რეგიონისთვის" - "აბრეშუმის გზის" ფორუმის დელეგატები ანაკლიაში

ანაკლიის პორტის ტერიტორია დღეს უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის დოვრან დეხკანოვის თქმით, ანაკლიის პორტი გრანდიოზული პროექტია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.

"ვიყავით ანაკლიაში, სადაც მიმდინარეობს პორტის მშენებლობა. ეს არის გრანდიოზული ობიექტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. ჩვენი მხრიდან შევისწავლით მონაწილეობის საკითხს ამ პროექტებში. 

ახლა მიმდინარეობს საუბარი აბრეშუმის გზაზე და შეუძლებელია მისი განხილვა შავი ზღვის პორტების გარეშე იმიტომ, რომ ესენიც აბრეშუმის გზის ნაწილია. მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ბევრი ტრანსკონტინენტალური მარშრუტი, მაგრამ ყველა ამ გზის განვითარებას აქვს პერსპექტივა. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო კორიდორს, ვსწავლობთ მათ და გვინდა ჩამოვყალიბდეთ, რომელია ჩვენი ტვირთისთვის უსაფრთხო კორიდორი. განვიხილავთ ყველა გზას და მათ შორის, საქართველოს პორტებს”, - აღნიშნა უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

 

დღის ამბები