26 ოქტომბერი 2021,   15:16
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ბერას მიერ ამაზონისთვის გადარიცხულ მილიონ დოლარს ეხმაურება
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბერა ივანიშვილს მიმართავს. შალვა ნათელაშვილი ბერას ურჩევს, რომ ამაზონის ტყეებისთვის მილიონი დოლარის გადარიცხვის ნაცვლად ბორჯომის გამწვანებით დაინტერესდეს. პოლიტიკოსმა ქართველ ბიზნესმენებსაც მოუწოდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ტყე-პარკებს ყურადღება მიაქციონ და ფინანსური რესურსი გამოიყენონ.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილების ოჯახმა მილიონობით დოლარი ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად გადარიცხა მაშინ, როცა ქართული დამწვარი ტყეებისთვის ერთი თეთრიც კი არ გაუღია. 

ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ 1,1 მილიონი დოლარი ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად ორგანიზაციას გადაურიცხა. 

დღის ამბები