26 ოქტომბერი 2021,   14:51
ვრცლად
ეროვნულ ბანკს ჯერ რეფინანსირების სესხების რაოდენობის შემცირებაზე უნდა ეზრუნა - რომან გოცირიძე სების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს 

რეფინანსირების სესხის გაზრდას პარლამენტის დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე უარყოფითად აფასებს. გოცირიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს ჯერ რეფინანსირების სესხების რაოდენობის შემცირებაზე უნდა ეზრუნა.

"რა აზრი აქვს რეფინანსირების განაკვეთის აწევას თუ რეფირანსირების სესხების რაოდენობა არ შეამცირა ეროვნულმა ბანკმა? როგორც არ უნდა ასწიო პროცენტი, კომერციულ ბანკებს იმდენად სჭირდებათ რესურსები, რომ ისინი ნებისმიერ პროცენტად თანახმანი არიან აიღონ ნებისმიერი სესხი. ორ მილიარდ-ნახევარი რეფინანსირების სესხი აქვს გაცემული ეროვნულ ბანკს, რაც ბუნებრივია, უარესად მოქმედებს ლარის კურსზე, ისევე როგორც ფასებზე," - განმარტა "კურიერთან"  რომან გოცირიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები