26 ოქტომბერი 2021,   14:43
ვრცლად
რეფინანსირების განაკვეთის აწევა საჭირო, თუმცა ცოტა დაგვიანებულია - პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აუცილებელს, თუმცა დაგვიანებულს უწოდებს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ინფლაციის თავიდან აცილებისთვის ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო.

"ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ლარის კურსის დევალვაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვიანებული,"- აღნიშნა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თითქმის 102. 700 სესხზე პროცენტი გაიზარდა. ამ საკითხზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს იმსჯელა და რეფინანსების განაკვეთის 7,5 პროცენტიდან 8,5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

"პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება", — განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

დღის ამბები