26 ოქტომბერი 2021,   16:01
ვრცლად
"ეს უახლოეს პერიოდში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას" - გახარია სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაზე

ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი  ღონისძიებებს თავის მანდატში ახორციელებს, ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიკი კი, უახლოეს 6 თვეში ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს:

"ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი არის ინფლაციის თარგეთირება და თავის მანდატში ახორციელებს ღონისძიებებს.  რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ეს უახლოეს პერიოდში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩვენი პოზიცია, როგორც მთავრობის, არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და სტაბილურობა,"- აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები