26 ოქტომბერი 2021,   16:51
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა მიწის გამო - რუსეთში ერთმანეთს ჩეჩნებისა და ქართველების ოჯახები დაუპირისპირდნენ

5 დაღუპული და ორი დაშავებული –  რუსეთში ერთმანეთს ჩეჩნებისა და ქართველების ოჯახები დაუპირისპირდნენ.

ბაციევებსა და დაქიშვილებს შორის გაუგებრობა მიწის ნაკვეთმა გამოიწვია. მხარეები საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ, რომელიც ჯერ ფიზიკურ დაპირისპირებაში, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა. 14-მა კაცმა ერთმანეთს ცეცხლი სანადირო თოფებით გაუხსნა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. საქმეში ორი ვერტმფრენიც ჩაერთო.

სისხლიან გარჩევაში მონაწილე დაქიშვილებზე ძებნა გამოცხადდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის მუხლით.

ოჯახებს შორის დავა უკვე 10 წელია გრძელდება. 

დღის ამბები