28 ნოემბერი 2021,   21:05
ვრცლად
"ლადო დაგვიბრუნე ლადოს ბაღი"- "სამოქალაქო მოძრაობამ" დეპუტატ ლადო კახაძეს საარჩევნო დაპირება გაახსენა

ლადო დაგვიბრუნე ლადოს ბაღი - ამ ლოზუნგით "სამოქალაქო მოძრაობა" ლადო კახაძეს საკუთარი საარჩევნო დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საუბარია ლადო ასათიანის სახელობის ბაღის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვაზე. ამ მოთხოვნით, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.

"აყროლებულია აქაურობა, მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ ის რამდენიმე თვის წინ დავასუფთავეთ მაინც ესეთ საზიზღარ მდგომარეობაშია. ეს არის ერთადერთი სკვერი სოლოლაკში და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ახლა თან იწყება თბილისის ბიუჯეტის განხილვა, გამოისყიდოს ქალაქმა ეს სკვერი,"- ამბობს აქციის ორგანიზატორი, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით ლადო კახაძე სოლოლაკელებს ამ სკვერში დაპირდა, რომ ის ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა დღემდე ამ თემის შესახებ მას ხმა არ ამოუღია.

ტერიტორია რეკრეაციული ზონის სტატუსის მატარებელია შესაბამისად ადგილზე შენობა ნაგებობის განთავსება აკრძალულია.

დღის ამბები