05 დეკემბერი 2021,   12:32
ვრცლად
"მულენ რუჟი" იუბილეს აღნიშნავს

"მულენ რუჟი" 130 წლისაა. კაბარე 1893 წელს ეიფელის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავად გაიხსნა. "moulin rouge"-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. კაბარეში 900 ადგილია.

"მულენ რუჟის" მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და ძვირადღირებულ შოუს, წელიწადში 12 მილიონი მაყურებელი ჰყავს. ცეკვა კანკანის სანახავად კაბარეს ხშირად სტუმრობდნენ ოსკარ ვაილდი, პაბლო პიკასო და უელსის პრინცი.

"მულენ რუჟი" პარიზის ეროვნული საგანძური და სავიზიტო ბარათია. დღეს საღამოს კლასიკური კაბარე საგანგებო შოუსთვის ემზადება. 







 

დღის ამბები