28 ნოემბერი 2021,   21:25
ვრცლად
საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში გერმანიის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ჩამოფრინდა. გერმანიის დგელეგაცია საქართველოში სამდღიანი ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მედიასთან საუბრისას გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს: "გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის, ჩვენი ევროპული  და ევროატალანტიკური ინტეგრაციის. ასევე მნიშვნელოვანია კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმება,რომელიც თანდათან სრულდება. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი. "საუბარია ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობაზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. გერმანიის პრეზიდენტს კონსტიტუციით პოლიტიკური ფუნქციები შეზღუდული აქვს, მაგრამ მას შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების მიცემა გერმანიის ყოველდღიური პოლიტიკისთვის," - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხვალ დაგეგმილია პირისიპირ შეხვედრა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრა, ასევე მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში. გაკეთდება განცხადებები მედიისთვის.

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს  პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კათოლიკოს-პატრიარქს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

დღის ამბები