05 დეკემბერი 2021,   12:50
ვრცლად
ფანტასტიკური რეალობა საფრანგეთიდან

იდეა ფანტასტიკის სფეროდან რეალობად იქცა. პარალიზებული ადამიანისთვის მოძრაობა შესაძლებელი ხდება. დამხმარე მექანიზმს ეკზოჩონჩხი ჰქვია.

ინოვაციური მექანიზმი ტვინით იმართება. ადამიანის ტვინის ზედაპირზე მეცნიერებმა იმპულსების გადამცემი მიამაგრეს, რომლის საშუალებითაც, აზრი მექანიკურ მოძრაობაში გარდაიქმება. ეკზოჩონჩხი პირველად 30 წლის ფრანგმა მამაკაცმა დატესტა. აქამდე ახალგაზრდა მამაკაცი ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა, მეცნიერების ახალი მიღწევით კი კიდურების მოძრაობა შეძლო. 



დღის ამბები