28 ნოემბერი 2021,   21:38
ვრცლად
ექსპერტების შეფასებით, იმ მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ამბიციური განაცხადია

ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, იმ ვითარებისთვის, რომელშიც დღეს საქართველოს ეკონომიკა იმყოფება, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ამბიციური განაცხადია. განცხადება ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს, რომელზეც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, აუცილებელია შეფასდეს გაწეული ხარჯების მიზნობრიობა და შედეგები:

"მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ვისაუბრებთ ამ ტიპის ხარჯების გაწევაზე, მოხდეს ხარჯების მიზნობრიობის შეფასება, მანამდე რაც დავხარჯეთ, იმან რა შედეგი მოიტანა,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ნოდარ ნადარიას თქმით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია მსხვილი პროექტების განხორციელება:

"მსხვილი პროექტები თუ შევიდა უფრო აქტიურ ფაზაში, როგორიციაა იგივე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჰესების პროექტი, ვფიქრობთ, რომ 5% და უფრო მაღალი ზრდა მიღწევადია, მაგრამ  დღეს რაც გვაქვს მოცემულობა, ამ მოცემულობაში მართლაც ამბიციურია,"- განაცხადა ნოდარ ნადარაიამ.

დღის ამბები