28 ნოემბერი 2021,   21:52
ვრცლად
"არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად" - გახარია ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის ბიუჯეტი საარჩევნო წელზეა მორგებული და ამ წელს პენსიების და ხელფასების ზრდის დაანონსება ამომრჩევლის მოსყიდვას ისახავს მიზნად.  გიორგი გახარიას განცხადებით, ეს არა ამომრჩევლის მოსყიდვა, არამედ მცირედის გაკეთებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომლებთანაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდა:

"შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად. თუ ვინმე თვლის, რომ მოსყიდვაა როდესაც პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს განათლების რეფორმის ფარგლებში ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად და ზაფხულში აქ ყველამ კარგად დავინახეთ, იცავენ მართლწესრიგს, სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს, მე ვფიქრობ ეს არის ის მცირე ნაბიჯი, მცირე შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის მომავალი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები