24 ნოემბერი 2020,   19:29
ვრცლად
ხელისუფლება ძალიან მძაფრად უნდა რეაგირებდეს - დავით ქაცარავა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აგვისტოში განხორციელებულ ქმედებებზე საუბრობს

ახალუბანში, საიდანაც გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 7 მოქალაქე გაიტაცეს, ანტისაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დავით ქაცარავა ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, როდესაც ოკუპანტებმა საზღვარი გადმოწიეს გუგუტიანთკარში და ორი სოფლიდან, ჯამში, 8 ადამიანი გაიტაცეს. ქაცარავა მიმდინარე მოვლენებს, ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებს.

იგი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა აამოქმედოს, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკაოს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ბორდერიზაცია სამოქალაქო აქტივიზმის და საზოგადოების მაღალი ჩართულობის შედეგად იყო ძალიან დაბალ ნიშნულზე, წინა წლებთან შედარებით. ამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი კილომეტრი და 300 მეტრის ბორდერიზაცია იყო განხორცილებული ოკუპანტების მხრიდან, ხოლო უკვე 7 აგვისტოდან მოყოლებული, დღევანდელი დღის ჩათვლით, როცა 8 ადამიანი გაიტაცეს ორ დღეში, გუშინ საღამოს 7 მცხოვრები სოფელ ახალუბნის, ხოლო დღეს დილით ერთი მეჯვრისხეველი დაემატა ამას, ეს შეიძლება უკვე ჩავთვალოთ რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად და ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მძაფრად უნდა რეაგირებდეს ამაზე და გამოიყენოს ყველა ბერკეტი და მოითხოვოს სანქციების დაწესება და დანარჩენი სანქციების პაკეტი, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ქაცარავამ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 8 ადამიანი გაიტაცეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თუმცა, როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს, არ აკონკრეტებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

დღის ამბები