20 ოქტომბერი 2020,   16:31
ვრცლად
ულტრამემარჯვენეებისა და მათი მოწინააღმდეგეების აქციები შეერთებულ შტატებში დაკავებებით დასრულდა

ულტრამემარჯვენეებისა და მათი მოწინააღმდეგეების აქციები შეერთებულ შტატებში დაკავებებით დასრულდა. პორტლენდის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები ერთმანეთის გვერდიგვერდ ე.წ. მოძრაობა "ამაყი ბიჭების" აქტივისტებმა და ანტიფაშისტებმა მოაწყვეს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა ვითარების განმუხტვა პოლიციამ შეძლო. სამართალდამცველებმა 13 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებს კი ხელნაკეთი ფარები და ხელკეტები ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ულტრამემარჯვენეებიც და მემარცხენე აქტივისტები ძალადობის პროვოცირებას აპირებდნენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მათ ქმედებებს ყურადღებით აკვირდება და ულტრამემარცხენე აქტივისტებს მათი მოძრაობა "ანტიფას" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანით დაემუქრა.

დღის ამბები