01 დეკემბერი 2020,   21:55
ვრცლად
თავდასხმა მეჩეთზე - ნორვეგიის პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო

თავდასხმა ნორვეგიაში - მეჩეთზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ნორვეგიის პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ოსლოს გარეუბანში მდებარე სალოცავში გახსნა, შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლამდე თავდამსხმელი თავად მეჩეთში მყოფებმა შეაჩერეს. მოგვიანებით, პოლიციამ 20 წლის ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას ქალის ცხედარი აღმოაჩინა.

სავარაუდოდ, ის დაკავებულის ნათესავია. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი ნორვეგიის მოქალაქეა და ის მარტო მოქმედებდა. 

დღის ამბები