24 ნოემბერი 2020,   20:13
ვრცლად
შეტაკებები იერუსალიმში-ყურბან- ბაირამის აღსანიშნავად შეკრებული პალესტინელ მომლოცველებს ისრაელის პოლიცია დაუპირისპირდა

შეტაკებები იერუსალიმში. ისრაელის პოლიცია და პალესტინელი მომლოცველები ერთმანეთს ტაძრების მთაზე, ალ აქსას მეჩეთის მახლობლად დაუპირისპირდნენ. მუსლიმები იქ ყურბან- ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნად შეიკრიბნენ. შეტაკებებს წინ უძღოდა ტაძრის შესასვლელთან მათსა და ებრაელებს შორის მომხდარი კონფლიქტი. პოლიციამ პალესტინელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველებიც. ისლამური დღესასწაულების დროს ტაძრების მთა მხოლოდ ისლამის მიმდევრებისთვის არის ხოლმე ღია, თუმცა წელს ყურბან ბაირამი ებრაელი ხალხის გლოვის დღეს დაემთხვა

დღის ამბები