01 დეკემბერი 2020,   21:39
ვრცლად
ავტომობილი, რომელიც ავტობანზე დაიწვა კერძო ტაქსი იყო და მას მგზავრები გადაჰყავდა

ავტომობილი, რომელიც ავტობანზე დაიწვა კერძო ტაქსი იყო და მას მგზავრები გადაჰყავდა. ავტომობილში 5 ადამიანი იჯდა, როდესაც ცეცხლი გაჩნდა. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, მათ ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს. 

როგორც "რუსთავი2"-ს მძღოლმა განუცხადა, ავტომობილი ორი ტიპის საწვავს - გაზს და ბენზინს მოიხმარდა. მისი თქმით, უცნობია რამ გამოიწვია აალება. 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია. მცირე შეფერხებით, თუმცა ავტომობილები დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები