26 ნოემბერი 2020,   20:33
ვრცლად
"პროკურატურამ ბრალდება ისე წარუდგინა ნიკა გვარამიას, რომ არ აქვს შესწავლილი საქმის მასალები" - დიმიტრი საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიას ბრალი პროკურატურამ ისე წარუდგინა, რომ მას საქმის მასალები შესწავლილი აქ ჰქონდა - ამის შესახებ განცხადება, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.  

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმის მასალები მას კანონდარღვევებით გადაეცა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისთვის გადაცემული დოკუმენტებით სავსე ყუთები დაუნომრავი და აღურიცხავი იყო, რაც საპროცესო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია.

Related image"ფაქტია ის გარემოება, რომ პროკურატურამ იჩქარა და ბრალდება ისე წარუდგინა ნიკა გვარამიას, რომ არ აქვს შესწავლილი საქმის მასალები. ჯერ ერთი შინაარსობრივ მხარეს თავი რომ დავანებოთ რომ არ აქვთ ჯერ შემოწმება ჩატარებული და დასკვნა არ არსებობს ფინანსური თვალსაზრისით. ეს გამოიხატა პროცედურულ და საორგანიზაციო საკითხებშიც. მაგალითად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს პროკურატურას რომ როდესაც ხდება ინფორმაციის გაცვლა ადვოკატისთვის, უნდა შედგეს გაცვლის ოქმი. ჩვენს შემთხვევაში მე გადმომეცა რაღაც დოკუმენტები. ნაწილი ამ დოკუმენტებიდან იყო დანომრილი და აღრიცხული. ხოლო ნაწილი არ იყო არც აღრიცხული და არც დანომრილი. უბრალოდ ყუთებში იყო ჩაყრილი. ამაზე სასამართლოში მოსამართლემ მითხრა, რომ მივიღე თუ არა საქმის მასალები რაზეც მე ვუთხარი, რომ რაღაც ყუთები გადმომეცა თუმცა არ ვიცი რა არის შიგნით ჯერ იმიტომ რომ საკმაოდ მოცულობითია. რაზეც პროკურატურის პასუხი იყო ასეთი რომ თითქოს მათ არც ავალდებულებთ საპროცესო კოდექსი, რომ აღრიცხონ რა ინფორმაციას გადმომცემენ და დანომრონ ეს ინფორმაცია. მათი პოზიცია იყო რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არც ერთი ასეთი ვალდებულება არ არის. თუმცა ბუნებრივია რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საუბარი არის რომ ოქმი უნდა შედგეს და ნებისმიერი ოქმი, იქნება ეს მიღება-ჩაბარების აქტი, როცა ხდება ვინმესთვის რამის გადაცემა უნდა იძლეოდეს იდენტიფიცირების საშუალებას რა გადაეცა პიროვნებას. მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტზე, რომელზეც პირის თავისუფლებაა დამოკიდებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი სადაც მაღალი სტანდარტები უნდა იყოს დაცული. პროკურატურის ამ ლოგიკას თუ გავყვებით გამოდის რომ მათი მოლოდინი არის, რომ კანონში სახელებით ეწეროს რომ პროკურორი ვანო, პროკურორი პეტრე, პროკურორი პავლე ვალდებული არიან დანომრონ, რომ ერთის მერე ორი მოდის, მერე სამი მოდის. და ორშაბათის მერე რომ სამშაბათი მოდის ესეც უნდა ეწეროს კანონში მათი გაგებით, რაც სასაცილოა. იმიტომ არსებობენ პროკურორები, მოსამართლეები, ადვოკატები რომ მოახდინონ კანონის განმარტება, ინტერპრეტირება და ისე განახორციელონ ესა თუ ის ქმედება,"-ამბობს საძაგლიშვილი.

უფლებადამცველის განცხადებით, პროკურატურამ ბრალის წარდგენა ისე იჩქარა, რომ პროცედურული საკითხების მოგვარებასაც კი არ დაელოდა. 

"ეს ყველაფერი უბრალოდ ხაზს უსვამს რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული დრო განსაზღვრული როდის უნდა წარედგინათ ბრალდება ნიკა გვარამიასთვის. ისინი არ დაელოდნენ იმას რომ მოეგვარებინათ, როგორც პროცედურული საკითხები, ისე შინაარსობრივი და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება. ჯერ გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა შეეცდებიან ამ გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც უკანონოა,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

Image result for ნიკა გვარამია სასამართლოში

ნიკა გვარამია და მისი ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. სასამართლომ "რუსთავი2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დამატებითი აკრძალვებიც დაუწესა. გვარამიას ქვეყნის დატოვება ეკრძალება. "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე აბსურდულია, სწორედ ამიტომ, გირაოს გადახდას არ აპირებს.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ გირაო ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

დღის ამბები