04 დეკემბერი 2020,   22:34
ვრცლად
ჩინეთში ძლიერი ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ჩინეთში ძლიერი ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, კიდევ 20 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. შტორმი სახელწოდებით "ლეკიმა" ქვეყნის ფინანსურ დედაქალაქ შანხაისა და მის შემოგარენს მეორე დღეა უტევს.

სტიქიის ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დანგრეულია ასობით შენობაც. ადამიანების უმრავლესობა ჩამოწოლილი მეწყერების შედეგად დაიღუპა. სტიქიის ზონაში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისიც. შანხაიში დაიხურა დისნეილენდიც.

დღის ამბები