26 ნოემბერი 2020,   20:29
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციების დღეს პუტინი რუსეთში არ იმყოფებოდა - ქვეყნის პრეზიდენტი ანექსირებულ ყირიმში მოტოციკლით ჩავიდა 

მასშტაბური საპროტესტო აქციების დღეს ვლადიმერ პუტინი რუსეთში არ იმყოფებოდა. ქვეყნის ლიდერი მოტოციკლით ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა.

ვლადიმერ პუტინი სევასტოპოლში კლუბ "ღამის მგლების" მიერ ორგანიზებულ ბაიკერთა შოუს დაესწრო. ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა.

უწყების შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ჩასვლა სევასტოპოლში რუსული მხარის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები