06 დეკემბერი 2020,   03:35
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა ​

ბილეთი ოზურგეთი-თბილისის მარშრუტზე უკვე 20 ლარი ღირს. ფასი 5 ლარით გაიზარდა, მოქალაქეები ამბობენ, რომ ისედაც გაძვირებული ცხოვრების პირობებში, მგზავრობის საფასურის გაზრდა დამატებით ტვირთად აწვებათ. მგზავრობა მხოლოდ თბილისის მიმართულებით არ გაძვირებულა, ფასი გაზრდილია ქუთაისის, გორისა და ხაშურის მგზავრებისთვისაც.

ფასის მატებას მძღოლები გაძვირებულ საწვავს და გაუფასურებულ ლარს აბრალებენ. ამბობენ, რომ დიდხანს ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ძველი ტარიფი, თუმცა წაგებაზე მუშაობდნენ და ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღეს. მძღოლები არ მალავენ, რომ მგზავრებს თანხის გადახდა უჭირთ, რის გამოც მათი რაოდენობა შემცირდა.

ფასის მატების გადაწვეტილება ოზურგეთის ავტოსადგურის ადმინისტრაციამ მძღოლებთან შეთანხმებით მიიღო. ავტოსადგურის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ტარიფი უფრო მეტად და სხვა მიმართულებითაც გაძვირდეს. მთავარ მიზეზად კი საწვავის რეკორდულად მაღალ ფასს ასახელებს.

საწვავზე ფასების ზრდა თუ გაგრძელდა, მძღოლები იძულებული გახდებიან, გააძვირონ მგზავრობა ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, სამტრედიის, ქუთაისის, ლანჩხუთი - ჩოხატაურისა და ოზურგეთის სოფლების მიმართულებითაც.

 

ავტორი: ლადო მენაბდე

დღის ამბები