04 დეკემბერი 2020,   21:29
ვრცლად
ლექტორის გინება სტუდენტს სასამართლო დავად დაუჯდა - ინციდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 

„კაროჩე, რომ არ დავიღალო და თქვენც არ დაგღალოთ გორაშვილს მოუ*ყან დედის *რაკი (წერტილი) იძახეთ ახლა ჯგუფისთვის შეუსაბამო პოსტიო (ნახვამდის)“, - არაეთიკური სიტყვებით გაჯერებული კომენტარი, ერთი სტუდენტისთვის სავარაუდო დანაშაულის საფუძველი გახდა.

მომავალმა იურისტმა საკუთარ ლექტორს ჯერ პირადი ცხოვრების შესახებ Facebook-ის დახურულ ჯგუფში პოსტი დაუწერა, შემდეგ კი მისსავე კომენტარებში აგინა. ბუბა ნაჭყებიამ იცოდა, რომ ლექტორი, რომელიც პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, დახურულ ჯგუფში არ იქნებოდა. თუმცა გინების შესახებ ამბავი გიორგი გორაშვილს მიუტანეს.

ბუბა ნაჭყებია ამბობს, რომ მორალურ-გასაკიცხი ქმედება მან ნამდვილად ჩაიდინა, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რომ საქმე მისი მისამართით ლექტორმა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღძრა და მისთვის ადმინისტრაციული სასჯელის დადება მოითხოვა.

სტუდენტი ამბობს, რომ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიიღო, რადგან სურთ რომ სტუდენტებს ნაჭყებიას დასჯით აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება შეუზღუდონ. დავა სტუდენტსა და ლექტორს შორის სასამართლომდე მივიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-ის დახურულ ჯგუფში გინების გამო, სტუდენტის პასუხისმგებლობის დაყენებას ცდილობენ.

სამართლის ლექტორი გიორგი გორაშვილი უკან დახევას არ აპირებს. მან სოციალური ქსელით საკუთარ კოლეგებს მიმართა, რომ მსგავსი ქმედება ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს, რათა სხვა დროს სტუდენტმა პედაგოგის გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა ვეღარ გაბედონ.

სასამართლო პროცესზე გორაშვილი სიტყვით გამოვიდა და მოსამართლეს მიმართა, მსაჯულს მოუწოდა, რომ სტუდენტის დანაშაული დაადგინოს, მაგრამ გადასახდელი ჯარიმისგან გაათავისუფლოს.

ბუბა ნაჭყებია ახლა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას მოწმეების ჩვენებებით აპირებს.

ბრალდებას სასწავლებლის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გახდება თუ არა ადმინისტრაციული სასჯელის სახის დანაშაული Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერილი გინება 14 აგვისტოს უნდა გადაწყდეს. 

დღის ამბები