02 დეკემბერი 2020,   17:06
ვრცლად
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა - ომარ გამყრელიძის საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს ჩაინიშნა

სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილის საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს ჩაინიშნა. თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობები განიხილეს.

დაცვის მხარემ გამოკითხვის რამდენიმე ოქმის სადავოდ ცნობა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გაუქმება მოითხოვა. გილერი ენდელაძემ მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით, გამყრელიძის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობაც დააყენა.

სახელმწიფო ბრალდებამ კი დაცვის მხარის მიერ დაყენებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა და გამყრელიძის საქმის შეწყვეტის მოთხოვნას არ დაეთანხმა. მოსამართლე თამარ კაპანაძე ბრალდებას პირველ ნაწილში არ დაეთანხმა, თუმცა, სისხლის სამართლებრივი შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარის არასრული პოზიციის მიზეზით, არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ომარ გამყრელიძე უმცროსი ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილია. ის მკვლელობიდან ორ დღეში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები