26 ნოემბერი 2020,   20:28
ვრცლად
ვითარება დონბასში - ზელენსკისა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვითარება დონბასში -  ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა განიხილა, რომლის დროსაც 4 ჯარისკაცი დაიღუპა. ზელენსკის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები მხარეებს მშვიდობამდე ვერ მიიყვანს.

უკრაინის ლიდერი სატელეფონო ზარის განხორციელებას გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთანაც გეგმავს. ის უახლოეს მომავალში ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო შეხვედრის ჩატარებას მოითხოვს.

დონბასში ვითარების გაუარესება ზელენსკის თურქეთში დაგეგმილ ვიზიტს დაემთხვა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ის მზადაა, ვიზიტი გააუქმოს.

დღის ამბები