06 დეკემბერი 2020,   03:59
ვრცლად
"გახარია წადი" - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შუამთობის დღესასწაულზე ჩასულ მთავრობის წევრებს აქციით დახვდნენ

შუამთობის დღესასწაულზე ჩასულ მთავრობის წევრებს, სამოქალაქო აქტივისტები ხმაურით და შეძახილებით დახვდნენ. ბანერით - ”გახარია წადი” ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, ხელისუფლებისთვის საკუთარი მოთხოვნა შეეხსენებინათ და ეთქვათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გავრილოვის ღამის მოწყობისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მთავრობის წევრებთან გასაუბრების მცდელობას, პოლიციის ჩარევა და სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.

პოლიციასთან შეტაკებისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ამბობდნენ, რომ თვეზე მეტია ხელისუფლებას მათი არ ესმის და ეს უყურადღებო დამოკიდებულება მათი მმართველობის დასასრულს ნიშნავს.

შუამთობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლა პრემიერ-მინისტრს და აჭარის მთავრობის წევრებს საპროტესტო აქციის და შეძახილების ფონზე მოუხდათ. მიუხედავად ამისა, მამუკა ბახტაძემ დღეს მხოლოდ მაღალმთიან აჭარაში არსებულ გაზმომარაგების პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გადაქცევის გეგმებზე გაამახვილა.

დღეს მაღალმთიან აჭარაში დღესასწაულზე დასასწრებად ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მაღალმთიან აჭარაში ტრადიციული დღესასწაული ”შუამთობა” ყოველწლიურად იმართება. სტუმრებს კონცერტისა და სხვადასხვა სპორტული წარმოდგენების პარალელურად ადგილზე აჭარული კერძების დაგემოვნების და ისტორიული დოღის ნახვის შესაძლებლობა აქვთ.

ავტორი: თათია წოწონავა 

ამავე თემაზე
დღის ამბები