01 დეკემბერი 2020,   22:35
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. "ფორდის მარკის ავტომობილში მჯდომი ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიდან ორი თბილისში ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაშავებულთაგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები