24 ნოემბერი 2020,   19:32
ვრცლად
თეირანმა ჰორმუზის სრუტეში 700 ათასი ლიტრი კონტრაბანდული საწვავით დატვირთული ტანკერი დააკავა

ნავთობ სექტორზე დაწესებული დამატებითი სანქციების ფონზე, ირანის საზღვაო ძალებმა კიდევ ერთი უცხოური ტანკერი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ინციდენტი სპარსეთის ყურეში მოხდა.

რომელი ქვეყანას ეკუთვნის დაკავებული ხომალდი ან საით მიემგზავრებოდა, ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერს 700 ათასი ლიტრი კონტრაბანდული საწვავი არაბულ ქვეყნებში გადაჰქონდა. დაკავებულია ეკიპაჟის 7 წევრი.

ეს უკვე მეორე ტანკერია, რომელიც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში დააკავა. ივლისში ირანელმა მეზღვაურებმა ბრიტანული ტანკერი დააკავეს და ეკიპაჟი საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს. 

დღის ამბები