26 ნოემბერი 2020,   20:20
ვრცლად
ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტები, შეინარჩუნოს ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები - პრემიერის მტკიცებით, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია

ეროვნული ვალუტის მასშტაბური გაუფასურება -საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ვალუტის ჯანსაღი პარამეტრების შესანარჩუნებლად ბერკეტები გააჩნია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდში საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და ეს ფინანსური ინსტიტუტების ანალიზმაც აჩვენა. 

მამუკა ბახტაძე ირწმუნება, რომ ეროვნული ვალუტის სისტემატიური და რეკორდული გაუფასურების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. 

"ჩვენი პროგნოზები და ის ანალიზის, რომელიც გვქონდა ფინანსურ ინსტიტუტებს პრინციპში გამართლდა, რომ სამწუხაროდ ჩვენ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი.

ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და მე  ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები,“-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ლარმა გაუფასურების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასშტაბურად გაუფასურდა როგორც დოლართან ასევე ევროსთან მიმართებაში. გასულ კვირას ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა, რის გამოც, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა ინტერვენციის სახით, სავალუტო ბაზარზე 40 მილიონი დოლარი გაეყიდა. 

დღის ამბები