06 დეკემბერი 2020,   02:31
ვრცლად
მიითვისეს თუ არა "ოცნების" მაღალჩინოსნებმა მილიონობით ლარი - პრემიერი პასუხს თავს არიდებს

მიითვისეს თუ არა "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის თანხები - პრემიერი ბახტაძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამ შეკითხვებს პროკურატურამ უნდა უპასუხოს.

საქმე ეხება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.

მამუკა ბახტაძის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და თუ კი ვინმეს მიმართ არსებობს კითხვები, მას პასუხი უნდა გაეცეს.

„მსოფლიო ბანკი არის ჩვენი უმთავრესი პარტნიორი. წლებია რაც მსოფლიო ბანკთან ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა . ყოველ კვირა არის კომუნიკაცია რომელიც ემსახურება რომ ჩვენ მეტი თანხები მოვიზიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. რაც შეეხება თქვენ დასმულ საკითხს, საქარველოში ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორნი. თუ რამე შეკითხვები არის რა თქმა უნდა ყველამ უნდა გასცეს პასუხი. დამატებით ინფორმაციას სამართალდამცველები მოგაწვდიან ნებისმიერი საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. "კურიერის" ინფორმაციით უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საუბარია ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.

ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. 

გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და დავით შავლიაშვილის მისამართით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. 

დღის ამბები