24 ნოემბერი 2020,   19:38
ვრცლად
გადახედეთ, როგორ ვითარდებოდა ლარი და იქნებ აღმოაჩინოთ დირე საკუთარ თვალებში - ისაკაძის მიმართვა მთავრობას და კლიპი ლარის განვითარების შესახებ

სხვის თვალში ბეწვის შემჩნევაში გაიწაფეთ ბოლო შვიდი წელია და საქმე გასაკეთებელი სულ გვერდით გრჩებათ- ამ განცხადებით, გადაცემა „ფორბსის კვირას“ წამყვანმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. სეზონის დასასრულს გიორგი ისაკაძემ, ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა და მაყურებელს ლარის განვითარების შესახებ ვიდეო კლიპიც წარუდგინა. მუსიკალური კლიპი  სიმღერაზე - „ჩემი საქართველო აქ არის“, არის შექმნილი და თვალსაჩინოა პროცესი რომელიც ქართულ ეკონომიკაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ვითარდება.

„ვიდრე სტატისტიკას ცვლით, მინდა გადახედოთ და დატკბეთ, როგორ ვითარდებოდა ლარი დაბადებიდან დღემდე და იქნებ მანდ მაინც აღმოაჩინოთ დირე საკუთარ თვალებში, რადგან სხვის თვალში ბეწვის შემჩნევაში გაიწაფეთ ბოლო შვიდი წელია და საქმე გასაკეთებელი სულ გვერდით გრჩებათ. ქვეყნის საქმე თორემ, პირადი? პირადი გაგიხარია...

არც ერთი ქვეყანა არ აშენებულა უპასუხისმგებლო ბიზნესზეც. ქვეყანა ვერ აშენდება, თუ არ იქნება სამართალი და კანონის უზენაესობა,“-მიმართა ისაკაძემ საქართველოს ხელისუფლებას.

დღის ამბები