01 დეკემბერი 2020,   22:19
ვრცლად
ფრანგმა ექსტრემალმა მფრინავი ჰოვერბორდით ლამანშის სრუტეს გადაუფრინა 

ფრანგმა ექსტრემალმა მფრინავი ჰოვერბორდით ლამანშის სრუტეს გადაუფრინა. ფრენკ ზაპატა, სანგატის სანაპიროდან აფრინდა და დუვრში დაეშვა. საფრენი აპარატი მან თავად შექმნა და წარმატებას მეორე მცდელობით მიაღწია. პირველი მცდელობა ივლისში ჰქონდა, თუმცა კრახით დასრულდა.

მაშინ ექსტრემალი გზად საწვავის მარაგის შესავსებად ხომალდზე დაშვებას ცდილობდა, თუმცა წონასწორობა დაკარგა და წყალში ჩავარდა. ფრენკ ზაპატა ამბობს, რომ მეორე ექსპერიმენტისთვის "ფლაი ბორდი" ტექნიკურად გააუმჯობესა და 4 რეაქტიული ძრავით აღჭურვა. მოწყობილობის მაქსიმალური სიჩქარე საათში 140 კილომეტრია. ზაპატას ქმნილებით საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა. სპეციალისტები "ფლაიბორდის" სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაზე მსჯელობენ.

დღის ამბები