04 დეკემბერი 2020,   22:06
ვრცლად
8 დაკავებული - რუსეთის პოლიციამ მშვიდობიანი შეკრების საშუალება ხალხს არც სანქტ-პეტერბურგში მისცა

რუსეთის პოლიციამ მშვიდობიანი შეკრების საშუალება ხალხს არც სანქტ-პეტერბურგში მისცა. ქალაქის ცენტრში ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქცია პერფომანსის ჩატარებას აპირებდნენ. სანქტ-პეტერბურგში აქცია, პრაიდი ლგბტ აქტივისტზე თავდასხმას ეძღვნებოდა.

41 წლის ელენა გრიგორიევა ცივი იარაღით საკუთარი სახლის სადარბაზოსთან გასულ თვეს დაჭრეს. პოლიციას თავდამსხმელი დღემდე არ დაუკავებია. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მათი უფლებების დაცვა და გეი პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის გადახედვა იყო. ძალოვნებმა სანქტ-პეტერბურგში პრაიდის 8 მონაწილე დააპატიმრეს.

დღის ამბები