01 დეკემბერი 2020,   22:54
ვრცლად
სამტრედიაში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამტრედიაში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაზარალებულების თქმით, ინციდენტში სასულიერო პირიც მონაწილეობდა, რომელიც დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. გამოძიება კი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

„დაახლოებით, ექვს საათზე დაგვირეკა გამომძიებელმა.წავედით განყოფილებაში ამოცნობაზე.  სასულიერო პირი არ გვინახავს, არც დაკითხვაზე ყოფილა, არ გამოუძახებიათ თუ არ გამოცხადდა, არ ვიცი. სასულიერო პირი მართავდა ამ ავტომობილს. ფიზიკური შეურაცხყოფა მაინც იყო სამივეს მხრიდან. არც ის არის ლამაზი ფაქტი, რომ ერთი პირი მეორეს შეურაცხყოფას აყენებს იმის გამო, რომ ის იყო მუსულმანი,“ - ამბობს დაზარალებული ქეთი კამკამიძე.

ბრალდებულის ძმა კი განსხვავებულ ვერსიას ყვება და ამბობს, რომ მის ძმას და მის მეგობარს ყელიდან ჯვარი ჩამოგლიჯეს. 

 

 

 

დღის ამბები