24 ნოემბერი 2020,   20:11
ვრცლად
გვარამიას და "რუსთავი 2-ის" საქმეები - საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე საუბრობენ

შერჩევითი სამართალი - ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამის მაგალითად ნიკა გვარამიას საქმეს ასახელებს. მეუფე პეტრე ამტკიცებს, რომ თუ „რუსავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს დაიჭერენ, მაშინ მოქმედი ხელისუფლების ანგარიშზე კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდება.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ "რუსთავი 2-ის" საქმის გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმით უნდა დაიწყოს, არხის დამფუძნებლის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრისას წმინდა სინოდის წევრი არ მორიდებია, ეთქვა, რომ ეს იყო მკვლელობა.

ყოფილი ევრომოსამართლე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ახლა ქვეყნის დემოკრატიას ყველაზე დიდ საფრთხეში აგდებს. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ პროცესში ნონა წოწორია პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავს.

"ფორბსის" მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე არც გვარამიას შესაძლო დაკავებას გამორიცხავს, ამის მიზეზი კი შესაძლოა, „რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორზე ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება გახდეს.

დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ და პასუხისგებაში მიცემული პირების საქმეებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ნაწილს დღეს ქვეყნის მართვის რუსული მეთოდები გაახსენა.

საზოგადოების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უმწვავეს შეფასებას აძლევს და ხელისუფლებას იმ ისტორიული გაკვეთილების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, როდესაც პოლიტიკური შეცდომების გამოსწორებას წლები დასჭირდა და დანაკარგის ნაწილი საერთოდ არ ანაზღაურდა.

 

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები