24 ნოემბერი 2020,   19:44
ვრცლად
ჩხრეკა "რუსთავი 2-ის" ოფისში - საგამოძიებო მოქმედებები იმ ოთახში ჩატარდა, სადაც "ჩცდ-ს" სერიებია გადაღებული

"რუსთავი 2-ის" ტერიტორიაზე პროკურატურა შევიდა. რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებები სამაუწყებლო კომპანიის იმ ნაწილში მიმდინარეობდა, სადაც არხის კონტრაქტორის, „ინტერმედიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ გუმბარიძის კაბინეტია განთავსებული. გამომძიებლები საათების განმავლობაში ამოწმებდნენ გუმბარიძის კომპიუტერს და დოკუმენტაციას. კონკრეტულად რა აინტერესებდათ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი არ საუბრობს.

ამავე ოთახში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, "ჩემი ცოლის დაქალების" არა ერთი ეპიზოდია გადაღებულია.

"ფორმულა კრეატივის" დირექტორი მიშა მშვილდაძე საგამოძიებო მოქმედებებს ზეწოლად აფასებს. მისი განცხადებით, ოთახი, სადაც რამდენიმე საათია, გამომძიებლები იმყოფებიან, "ინტერმედიას" არ ეკუთნის და მას "ფორმულა კრეატივი" სხვდასხვა სცენის გადაღებებისთვის იყენებდა. მშვილდაძე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ”რუსთავი2-ის" ახალი მენეჯმენტის პაატა სალიას და ზაზა გველესიანის მუქარას უკავშირებს.

მიშა მშვილდაძეს სიცრუეში ადანაშაულებს პაატა სალია. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი მუქარას გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ ოთახი, სადაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კომპანია ”ინტერმედიას იჯარით აქვს აღებული.

საგამოძიებო მოქმედებები კომპანია "ინტერმედიას" სათაო ოფისში პროკურატურამ გუშინაც ჩაატარა, რა დროსაც კომპანიის დოკუმენტები ამოიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები