24 ნოემბერი 2020,   20:14
ვრცლად
„ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან გვაქვს საქმე" - ეკონომისტები მთავრობაზე საუბრობენ

კომიკური განცხადებები - ასე აფასებენ ფინანსისტები და ეკონიმისტები პრემიერის განმარტებას, რომელიც ამბობს, რომ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება ნათესავების შეხვედრის მიზნით ფინანსდება.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ეს არგუმენტი სასაცილო და ლოგიკას მოკლებულია. მისი განცხადებით, ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და მაშინ ყველა მათგანის საქართველოში ჩამოსვლა უნდა დაფინანსდეს.

ფსიქიატრიული დაწესებულება - ასე იხსენიებს ეკონიმისტი აკაკი ცომაია საქართველოს მთავრობას. მისი თქმით, პრემიერის ამ განცხადების შემდეგ სერიოზულად მსჯელობაც კი შეუძლებელია.

„ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან გვაქვს საქმე უკვე, როცა მთავრობის წევრბზე ვსაუბრობთ, მთავრობის ბევრი წევრი, მინისტრი, მათ შორის, სავარაუდოდ, პრემიერმინისტრიც უნდა შევამოწმოთ ტესტზეიმტომ, რომ რთულია, ამ ყველაფერს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამ ყველაფერს ჯობდა, ეთქვა, რომ კი რუსი ტურისტები გვჭირდება და ამიტომ ვაფინანსებთ ფრენებს, ვიდრე ასეთი სულელური „გაპრავება“ მოეფიქრებინათ ამ ყველაფრისთვის,“ - ამბობს აკაკი ცომაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები