24 ნოემბერი 2020,   20:09
ვრცლად
მედვედევი სადავო კუნძულ იტურუპზე ჩავიდა - ოფიციალურმა ტოკიომ ვიზიტი გააპროტესტა

იაპონიის პროტესტის მიუხედავად, რუსეთის პრემიერმინისტრი სადავო კუნძულ იტურუპზე ჩავიდა. ეს კუნძული ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა კავშირმა იაპონიას წაართვა.

დიმიტრი მედვედევის ვიზიტით ჩასვლა კუნძულზე ოფიციალურმა ტოკიომ დღესაც გააპროტესტა და სამწუხარო ფაქტი უწოდა. თავად რუსეთის პრემიერმა კი განაცხადა, რომ შეშფოთების საბაბი არ არსებობს, რადგან ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის ნაწილია.

ტერიტორიული დავის მოსაგვარებლად რუსეთსა და იაპონიას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, მაგრამ შეთანხმებას მხარეები ვერ აღწევენ. კუნძულების მიტაცების გამო კი, რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო შეთანხმება დღემდე გაფორმებული არ არის.

დღის ამბები