24 ნოემბერი 2020,   20:12
ვრცლად
კეზერაშვილის წარსული ცნობილია საზოგადოებისთვის - პრემიერი ახალი მედიაპლატფორმის შექმნაზე საუბრისგან თავს იკავებს

მამუკა ბახტაძე დავით კეზერაშვილის მიერ დაანონსებულ ახალი მედიაპლატფორმის შექმნაზე შეფასებას არ აკეთებს. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია დავით კეზერაშვილის წარსული და დამატებით განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

„რაც შეეხება ბატონ კეზერაშვილს და მის რეპუტაციას, მის წარსულს, თუ რითი იყო ის დაკავებული, როგორ წარმოგვიდგინა შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა კეზერაშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენის სახე, მე ვფიქრობ, ზედმეტი შეფასება ჩემი მხრიდან ნამდვილად არ საჭიროებს. ქართულ საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონის მიმართ, მისი წარსულის მიმართ და ყველაფრის მიმართ სადაც ეს ადამიანი იყო გარეული,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები