27 ნოემბერი 2021,   13:41
ვრცლად
ვერანაირი ინტერვენცია ვერ უშველის ლარს - ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

ლარის უპრეცენდენტო გაუფასურება და ეროვნული ბანკის მხრიდან დაგეგმილი ინტერვენცია -  ექსპერტები სასიკეთო პროგნოზს ვერ აკეთებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს.

გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებაზე  პასუხისმგებლობას გაურბის და ტვირთის აკიდებას მთავარ საფინანსო უწყებაზე ცდილობს.

Image result for გიორგი კეპულაძე„ არ არის გამორიცხული, რომ უკუშედეგიც მივიღოთ და ეს 40 მილიონი დოლარი უბრალოდ გაიყიდოს და ერთ კვირაში ჩვენ კვლავ ვნახოთ ლარის გაუფასურების ტრენდი. გამოსავალი საბოლოო ჯამში ინტერვენციები არ არის, გამოსავალი არის სავალუტო შემოდინებების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ინტერვენცია ვერ უშველის ლარს და ქვეყნის ეკონომიკას. მთავრობა ხშირად ცდილობს, რომ ვთქვათ, თავისი პასუხისმგებლობები ტვირთი გადაიტანოს ეროვნულ ბანკზე, ან ვინმე სხვაზე, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ვერ გაექცევიან ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის კურსზე პასუხისმგებლობას,“- განაცხადა კეპულაძემ.

საგამომცემლო სახლის “ Forbes Georgia”-ს მთავარი რედაქტორი და ეკონომისტი გიორგი ისაკაძე დარწმუნებულია, რომ ეროვნულ ბანკს ინტერვენციის განხორციელება გეგმაში არ ჰქონია. გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ის მმართველი გუნდის ინიციატივით იქნა მიღებული. სპეციალისტის აზრით, ეროვნული ბანკის მხრიდან კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებაც კი,  შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.

გიორგი ისაკაძე კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროდუქტებზე 10 პროცენტიანი ზრდა შესაძლოა გარდაუვალი აღმოჩნდეს.

Image result for გიორგი ისაკაძე„ ცალსახად გამოჩნდა, ეს არის სრული დისკოორდინაცია ხელისუფლების შტოებს შორის ამ კუთხით. ეროვნული ბანკი გუშინ არ გეგმავდა ამ განცხადებას, ეს განცხადება არის ცალსახად პოლიტიკური, ის არის მიღებული იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც მმართველი გუნდის დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა განზრახვა გამოეცხადებინა 40 მილიონი დოლარის  გაყიდვა. რას იზამს ბაზარი, ეს არის დაახლოებით ისეთივე სამარჩიელო, როგორც იყო 36, 48 საათის წინ. ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები არ საუბრობდნენ ამაზე და საუბრობდნენ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, მთავრობის სხვა წევრებით დასრულებული მუდმივ შეხვედრებზე ბიზნესთან. ბიზნესისგან მოვისმინე გუშინ ძალიან ღია განცხადება ძალიან მსხვილი დისტრიბუტორების მხრიდან, რომ მინიმუმ 10 პროცენტიანი გაძვირება არის ფაქტიურად გარდაუვალი,“- განაცხადა ისაკაძემ.

ერთი დოლარის ღირებულებამ სამ ლარს გადააჭარბა. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის შესაძლებლობის გამო კი ეროვნულმა ბანკმა რეზერვის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს მთავარი საფინანსო ინსტიტუტი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები