23 მაისი 2022,   15:18
ვრცლად
აქ საპანიკო არაფერია - ირაკლი კოვზანაძე ლარის რეკორდულ გაუფასურებას ეხმაურება

აქ საპანიკო არაფერია - ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლარის რეკორდულ გაუფასურებას. 

მაშინ, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარს აღწევს, ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ეროვნულ ბანკს და ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, ვითარების დასასტაბილურებლად. 

კითხვაზე, უფრო მეტად საჭირო როდის შეიძლება გახდეს, კოვზანაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებას მაშინ დაიწყებს, როცა საჭიროდ ჩათვლის. 

"აქ საპანიკო არაფერი არ არის, მთავარი ეს არის საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ ყველა პირობა და ბერკეტი გააჩნია, იმისათვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.

თუ საჭირო გახდება, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს. როდესაც ის საჭიროდ ჩათვლის,“ - ამბობს კოვზანაძე. 

დღის ამბები