26 ოქტომბერი 2021,   15:40
ვრცლად
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობ-შემეცნებითი გადაცემების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობ-შემეცნებითი გადაცემების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სტრასბურგის სასამართლო მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აჟღერებენ.  

გადაცემების „დილა მშვიდობისა საქართველო, „სხვა შუადღე“ და „სხვა შუაღამე“, თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტიაა.

„ჩვენი აზრით, სტრასბურგის სასამართლომ, რომელიც დროებითი ღონისძიების დახმარებით, ორი წლის განმავლობაში იცავდა ჩვენს არხს და მის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, წავიდა თავისი პირველადი პოზიციის წინააღმდეგ და მიიღო სამწუხარო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის ბრძოლის გაგრძელების მინიმალური საშუალება დატოვა და მოქმედების საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ცდილობს ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და ოპოზიციური ხმის გაუქმებას. სტრასბურგის დროებით ღონისძიებასთან ერთად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის მისი გენერალური დირექტორი და მისი კონტრაქტი, რომელიც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას შეუძლებლად ხდის. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიება გაუქმებულია, ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტად რჩება მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი. ჩვენ, რუსთავი 2-ის გასართობ-შემეცნებითი გადაცემები, ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ, არხის ხელმძღვანელობის შეცვლა, ვიდრე არ ამოიწურება ნიკა გვარამიას კონტრაქტის ვადა და ვიდრე ჩვენ არ გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსთავი 2-ზე ქიბარ ხალვაშის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორის შემოსვლა, იქნება ამ სახით არსებული არხის დახურვის ტოლფასი. მიუხედავად სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და ჩვენთვის ძალიან მძიმე წუთებისა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვრჩებით პრო ევროპულ არხად და ბოლომდე ვიბრძოლებთ დასავლური ღირებულებების, ფასეულობების დასაცავად, რომლის გამტარებლადაც აქამდეც იყო და მომავალშიც აუცილებლად დარჩება რუსთავი 2“.

 

დღის ამბები