23 იანვარი 2022,   04:09
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში - დაიღუპა ერთი ადამიანი და 9 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სამი "მინივენი" შეეჯახა, რის შემდეგაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ასევე 9 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებულები. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები