23 იანვარი 2022,   03:19
ვრცლად
ბოლნისის გამწვანების სამსახურის დირექტორმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პიდარ...ები უწოდა

„რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მყოფი საჯარო მოხელეების უმრავლესობა პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს არ იზიარებს.

პუტინის ღირსების დამცველი ჩინოვნიკი, შპს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის” დირექტორი კოლეგების მსგავსად რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე არცერთხელ არ გამოჩენილა.

ახალგაზრდებს, ვინც პარლამენტთან უკვე სამ კვირაზე მეტია, საქართველოს მთავრობის კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას და გახარიას მიერ აქციის სასტიკად დარბევას აპროტესტებს, გიორგი ცხოვრებაშვილი უხეშად მოიხსენიებს.

„პიდარ...ების გამოსვლა რომ არ მომწონს, რათ უნდა ლაპარაკი,“ - ამბობს ცხოვრებაშვილი.

დღის ამბები