23 იანვარი 2022,   04:04
ვრცლად
"საქართველოს სამსახურში" - პარლამენტის წინ აქცია დაიწყო

"საქართველოს სამსახურში" - პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. უკვე 24 დღეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამ გადაგრძელდება, სანამ მათი ერთადერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.

მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.

 

დღის ამბები