23 იანვარი 2022,   03:28
ვრცლად
თავდასხმას სომალის სამხრეთ რეგიონში 26 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმას სომალის სამხრეთ რეგიონში 26 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა სასტუმროს შეაჯახა, რის შემდეგაც შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

სასტუმროში ამ დროს რეგიონულ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობდა. დაღუპულთა შორის ქვეყანაში ცნობილი ჟურნალისტი და მისი მეუღლე, ასევე რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. სამართალდამცველებმა სასტუმროზე კონტროლის აღდგენას რამდენიმე საათი მოანდომეს. მათ რეიდის დროს 4 თავდამსხმელი მოკლეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" აიღო.

დღის ამბები