28 იანვარი 2022,   07:22
ვრცლად
ახალგაზრდა, რომელიც 20 ივნისს ე.წ. რაკეტისებრი ტყვიით დაიჭრა, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

25 წლის ნიკა ასლამაზიშვილი, რომელიც 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, ე.წ. რაკეტისებრი ტყვიით ფეხის არეში დაიჭრა, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები მშვიდობიან მომიტინგეებს ესროდნენ, ის დაჭრილების დახმარებას ცდილობდა და ფეხში 2 ტყვია მოხვდა.

მკურნალობის ხარჯების დასაფარად მან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებაში უთხრეს, რომ ჯერ გამოძიების დასრულებას ელოდებიან, მისი მდგომარეობა კი ყოველ დღე მძიმდება.

ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას დაზარალებულს ცენტრი „ემპათია“ ჰპირდება, თუმცა ნიკა ასლამაზიშვილი განმარტებას მოითხოვს, რატომ ვერ მოხვდა ის იმ პაციენტების სიაში, ვინც სახელმწიფოს მიერ დაზარალდა და, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯებიც სწორედ სახელმწიფომ უნდა დაფაროს.

„ძალის გადაჭარბების გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს შევუერთდი, ახალგაზრდობას, რომელიც მართლა პროგრესულად აზროვნებს და  დასავლურ მიმართულებას ირჩევს. დაახლოებით, 20 ადამიანი ვიყავით, რომლებიც ფარებით ვცდილობდით ხალხის სახეები დაგვეფარა ტყვიებისგან. ამ დროს დამჭრეს ფეხში, გადამიყვანეს „ღუდუშაურში“.

იმ დღესვე იყო გაფორმებული ყველაფერი, რომ მე ჭრილობა მივიღე აქციაზე, აქციის დაშლის მომენტში. თუმცა რეაქცია საერთოდ არანაირი არ ყოფილა, თუნდაც იმის გამო, რომ ბინტის გადახვევაში მომთხოვეს 30 ლარი. მდგომარეობა ჩემი ფეხის არ იცდის, ფაქტი ეს არის. გამოძიებას, რომელიც გაწელილია დროში, ცალსახად ნათელია ყველაფერი, ძალიან რთულია, რომ ველოდოთ ორი და სამი თვე“, - აცხადებს დაზარალებული, ნიკა ასლამაზიშვილი.

დღის ამბები