28 იანვარი 2022,   06:14
ვრცლად
„ლეიბორისტული პარტია“ პოლიციის აღჭურვილობიდან რეზინის ტყვიების ამოღებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტია“ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. პარტია შინაგან საქმეთა მინისტრს მომიტინგეების წინააღმდეგ ლეტალური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"ლეიბორისტები" პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართავენ და კანონიდან იმ მუხლის ამოღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც აქციის დაშლის შემთხვევაში, სამართალდამცველებს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლებას აძლევს.

„მოქმედი კანონმდებლობაც, რომელიც დაარღვია გახარიამ და რის გამოც ის ციხეში უნდა იჯდეს, ამბობს, რომ პოლიციელებს არა აქვთ უფლება, აქციის დაშლისას ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენოს საშუალებები, რომლებიც იწვევს მათ დასახიჩრებას. ეს არის კონკრეტული მუხლი, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში. არა მხოლოდ დაუყოვნებლივ იქნეს ამოღებული მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი რაკეტისებრი ტყვიები, არამედ საერთოდ რეზინის ტყვია იქნეს ამოღებული პოლიციის აღჭურვილობიდან“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები