23 იანვარი 2022,   03:21
ვრცლად
ისტორია უნდა დაიწეროს ისე, როგორც არის, რათა არ მოხდეს ინტერპრეტირებები - ლაშა ჟვანია

ისტორია უნდა დაიწეროს ისე, როგორც არის, რათა არ მოხდეს ინტერპრეტირებები - ლაშა ჟვანია საპატრიარქოს ინიციატივას ეხმაურება საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით და ინიციატივას პოზიტიურად აფასებს.

მისი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უახლოესი ისტორიის დაწერაა, რასაც მტერი ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს.

„მნიშვნელოვანია ის, რაც საპატრიარქომ მოუწოდა საზოგადოებას, განსაკუთრებით მეცნიერების მიმართ იყო ეს, რომ შეიქმნას მეცნიერების ჯგუფი და მომზადდეს საგრანტო პროექტები იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამ სპეკულაციებს, განსაკუთრებით კავკასიაში, კავკასიის ისტორიას, ჩვენს უახლოეს ისტორიას, მე-20 საუკუნის დასაწყისს, რაც ხშირად გამოყენებულია მტრის მიერ და არაკეთილისმოსურნეების მიერ, საქართველოს ოკუპაციის გამართლების მიზნით. ამიტომ ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს და ისტორია უნდა დაიწეროს ისე, როგორც არის. მაქსიმალურად უნდა მოხდეს გავრცელება სწორი ისტორიის, რომ არ მოხდეს მერე ისეთი ინტერპრეტირებები, როგორ ინტერპრეტირებასაც ადგილი ჰქონდა ცოტა ხის წინ“, - განაცხადა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის მთავარმა მენეჯერმა, ლაშა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს მიერაა ოკუპირებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები